ზაფხულის სეზონზე თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადავიდა, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, ახალ განრიგზე გადასვლის გამო მცირედით შეიცვალა არსებულ განრიგი და GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, 08:15-ზე გავა.

მათივე ინფორმაციით, 19 ივლისიდან, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) 8 ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ, როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე – ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი.

მათივე ინფორმაციით, მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც.

“მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

 

მსგავსი თემები