თელავში 63 წლის ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა, ის მცხეთის ბაზარში მუშაობდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 63 წლის ქალს, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა, PCR ტესტით COVID-19 დაუდასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მცხეთის ავტოსადგომის ბაზარში ვაჭრობდა.

თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, მაღალი ტემპერატურით, ის გუშინ შეიყვანეს.

მსგავსი თემები