“გარდაცვილის ცხედარს გარეგანი დაზიანებები ჰქონდა” – კრიმინალისტიკური ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზაზე

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ ცხედარს გარეგანი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ჯერჯერობით არ იციან, ეს დაზიანებები გარდაცვალებამდე მიიღო თუ არა. 

“გუშინ გვამის სრული გამოკვლევა ჩატარდა ჩვენი ექსპერტის მონაწილეობით, გვამზე დაფიქსირდა გარკვეული დაზიანებები. ვადასტურებ, რომ დაზიანებებს ადგილი ჰქონდა. თუ რა არის სიკვდილის მიზეზი, ეს დაზიანებები რა ვითარებაში მიიღო აწ უკვე გარდაცვლილმა, სიცხეში როგორ მოხვდა ცოცხალი თუ გარდაცვლილი. ამ კვლევას გარკვეული დრო დასჭირდება. სულ ცოტა 2 კვირა მაინც”, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ. 

მსგავსი თემები