“სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება” – ლომჯარია გარდაცვლილ ფეხბურთელზე

“ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფეისბუქგვერდზე წერს.

მისი თქმით, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა, ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – წერს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები