„დეპუტატებმა 175 ლიტრი შარდი ჩააბარეს“ – იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“

„რახან შარდი გაქვს წმინდა, ეს არ ნიშნავს, რომ გული და სული გაქვს წმინდა, ბევრი პარლამენტარი ვიცი, ვინც მოიხმარდა მარიხუანას, მაგრამ შარდი ჰქონდა წმინდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „გირჩის“ ერთ ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ბიუროკრატიულს უწოდებს იმ პროცესს, როდესაც პარლამენტის წევრებს უწევთ ნარკოტესტის გავლა. „გირჩის“ ლიდერის  თქმით არიან დეპუტატები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა ეს ანალიზებში არასოდეს დაფიქსირებულა.

„დეპუტატებმა 175 ლიტრი შარდი ჩააბარეს. საქართველოს პარლამენტის წევრს მოეთხოვება ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა, 2016 წელს ჩატარებულია მსგავსი ანალიზები, პოლიტიკოსებს, არჩეული თანამდებობის პირებს არ მოეთხოვება არანაირი ცენზი, პრემიერს და პრეზიდენტს დიპლომიც კი, მაგრამ შარდი უნდა ჰქონდეთ წმინდა, ამას ვერ მოვრჩით, ერთმანეთის შარდს დავდევთ პოლიტიკოსები, მე შეურაცხყოფად მიმაჩნია ასეთი დამოკიდებულება, რახან შარდი წმინდა გვაქვს ესე იგი უკეთესი ადამიანები ვართ და გულიც და სულიც გვექნება წმინდა, მაინტერესებს რამდენ ხანს აპირებენ ამის გაგრძელებას.

მე ვიცი პარლამენტარები, რომლებიც მოიხმარდნენ მარიხუანას, სხვა ნივთიერებებსაც და შარდი ჰქონდათ სუფთა, მე ვისაც ვიცნობდი და ვინც მოიხმარდა უფრო ადეკვატურები იყვნენ. არ შეიძლება ადამიანების ასე დაყოფა. პარლამენტარს, არ შეიძლება სახელმწიფომ სდიოს ბიუროკრატიული პროცედურის შესასრულებლად, მე სასამართლოში ვიყავი ამ თემის ლობისტი,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები