ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსი 183 020 ადამიანს დაუდასტურდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გლობალური მასშტაბით „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მატება აღინიშნა.

ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში ახალი კორონავირუსი 183 020 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა.

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 9 მილიონს უახლოვდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 468,000-ზე მეტია.

მსგავსი თემები