“ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს” – საია-ს თავმჯდომარე

„საქართვლეოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვოს.

“როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2020 წლის 18 ივნისს – ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ლევან კობერიძემ და ანა დოლიძემ ახალი პოლიტიკურ პლატფორმა შექმნეს. ამასთან, მიმდინარე წლის 26 მაისს, ალეკო ელისაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, ხოლო ლევან კობერიძე საქართველოს პარლამენტის წევრია.

მიუხედავად იმისა, სამომავლოდ ანა დოლიძე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, პლატფორმის დაფუძნების შემდეგ, ის უკვე თანამშრომლობს პირებთან, ვისაც გაცხადებული საარჩევნო მიზნები გააჩნია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვოს”, – წერს სულხან სალაძე სოციალურ ქსელში. 

მსგავსი თემები