ტყვიით გაჯერებულია უხარისხო სათამაშოები, სამშენებლო მასალა, ძველი სახლები – პედიატრის განმარტებები 

პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ ადამიანის ორგანიზმში მოსახვედრი ტყვიის წყარო შესალოა იყოს  საკვები, უხარისხო სათამაშოები, რომლითაც პრაქტიკულად გაჯერებულია მაღაზიები, სამშენებლო მტვერი, ბენზინი და ბენზინპროდუქტები, თიხის ჭურჭელი, გაურკვეველი წარმოების მედიკამენტები, განსაკუთრებით დაბალი განვითარების ქვეყნიდან შემოსული ჰომეოპათიური წამლები, რომლებიც ტყვიის გარდა შესაძლოა შეიცავდნენ პესტიციდებს. თიხაში შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით შემცველობა, 70 წლამდე აშენებულ სახლებში, რადგან მაშინ გამოიყენებოდა საღებავები, რომლებიც ტყვიის მაღალ კონცეტრაციას შეიცავდა.

​როგორც თემურ მიქელაძემ მედიაცენტრმთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტყვიის თემა აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ მსოფლიოსთვის, მომართვიანობა პრაქტიკულად არ არსებობს, იმიტომ, რომ ტყვიით მოწამვლას არ ახასიათებს ზოგადი კლინიკური ნიშნები, ეს არის მწვავე მოწამვლა, საშუალო სიმძიმის მოწამვლა და საშუალო სიმძიმის მოწამვლა.
​მისივე ინფორმაციით, მწვავე მოწამვლა ძირითადად უვითარდება ოქროს საბადოების მომპოვებლებს, ან ზოგიერთ ბენზინმოსაპოვებელ და ნავთობმოსაპოვებელ ქარხნის მუშებს.

“როგორც წესი ბავშვებს ტყვიით უვითარდებათ უფრო ქრონიკულად მოწამვლით მიმდინარე კლინიკური გამოვლინებები, როგორიც არის ადვილად დაღლილობა, ან აღგზნებადობა, ნერვულ-რეფლექტორული აღგზნებადობა, ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენა, საგნის ათვისების უნარის დაქვეითება, მოსწრების დაბალი დონე, თუმცა ეს შეიძლება ჯანმრთელ ბავშვსაც განუვითარდეს სხვა პათოლოგიების პირობებში, ამის დიაგნოსტირება საკმაოდ ძნელია. ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ ამ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ტყვიით მოწამვლა”, – აცხადებს პედიატრი.

მისივე განმარტებით, თუ ბავშვს აქვს სწორი ნუტრიენტული სტატუსი, იკვებება სწორად, მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ცილებით, ნახშირწყებით და მინერალებით, ასეთ შემთხვევაში ტყვიით მოწამვლა პრაქტიკულად არ ვითარდება. ტყვია უნდა დაუკავშირდეს გემოგლობინს და ამან გამოიწვიოს მოწამვლა. თუ სისხლი გაჯერებულია რკინით, მაშინ ტყვია აქ არ ჩაჯდება და მისი მაღალი დონე სისხლში არ გამოიწვევს მოწამვლას.

“მწვავე მოწამვლა ურო მარტივი სადიაგნოსტიკოა, ასეთი პაციენტები ხვდებიან სპეციალურ ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში და უტარდებათ გამომძევებელი მკურნალობა და ასეთი პაციენტი შეიძლება მალე გამოჯანმრთლედნენ. თუ გამოიწვია ცენტრალური სისტემის დაზიანება, ჩალაგდა ღვიძლში მისი გამოძევება საკმაოდ ძნელია, ის დააზიანებს ცალკეულ ორგანიზმესა და ორგანოებს, მისი აღდგენა პრაქტიკულად ვეღარ მოხდება”, – აცხადებს თემურ მიქელაძე.

მსგავსი თემები