ლიბანის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

თბილისის გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩის N17-19 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა. მოეწყო ველო და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური, ხელოვნურსაფარიანი საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა გარე განათება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, შემოდგომით სკვერში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება და ბალახი დაითესება.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 985 ლარი გამოიყო.

მსგავსი თემები