ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

სანქციების ფარგლებში დაწესებული შემზღუდავი ზომები ყირიმიდან და სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტისა და ფინანსური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აკრძალვას ითვალისწინებენ.

ევროკავშირმა აღნიშნული სანქციები რუსეთს 2014 წლის ივნისში დაუწესა.

„ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ ანექსიას და გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები