თბილისში მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება

თბილისში, უახლოეს დღეებში, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამო, თბილისში ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დაფისქირდება, რისთვისაც დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

“მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს იმიტომ, რომ ქალაქში გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის კეთდება. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი, რადგან ხალხი ქალაქიდან გადის და შედარებით, ნაკლები მოძრაობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასევე, დაიწყება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, მარცხენა სათადარიგო ზოლზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში დასრულდება.

მისივე ინფორმაციით, მომავალი წლიდან იგეგმება ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია, რობაქიძის გამზირზე, დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე მონაკვეთზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. საგზაო სამუშაოების ასევე, იგეგმება თბილისი-ნაფეტვრების გზაზე, შავი ზღვის, ფალიაშვილის, კოსტავა-შარტავას ქუჩებსა და ჩიქოვანის ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე სისტემის სერიოზული პრობლემებია.

მსგავსი თემები