ბაზარი დაიწვა თუ დაწვეს?! ერთ-ერთ მეწილეს ეჭვი დივერსიაზე აქვს

  •  

ვარკეთილის დამწვარი ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი მეწილე დივერსიაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. აღნიშნულ თემაზე ზანდა მსხვილიძის ადვოკატმა, რომელიც ბაზრობაზე 10%-იან წილს ფლობდა, „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

გიგი სისვაძის თქმით, ზანდა მსხვილიძეს, მიუხედავად 10%-ინი წილის ფლობდა, ბაზრობიდან დივიდენდები არასდროს მიუღია.    

„ბაზრობის დომინანტ დამფუძნებლებს შორის განხეთქილება დღესაც გრძელდება.  არის რამდენიმე ვერსია, არსებობდა მაკეტი, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი ცენტრის მშენებლობა უნდოდათ, არსებული კი უნდა დაენგრიათ.  იყო საუბრები, რომ ინვესტორიც კი არსებობდა. ბაზრობას მშენებლობის პროცესშიც არაერთი დარღვევა ჰქონდა და არღვევდა უსაფრთხოების სტანდარტებს, არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს დივერსიასთან და ხანძრის ხელოვნურ გაჩენასთან“ – განაცხადა მსხვილიძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე განცხადებით, არასწორია მიმართულება, როცა დაზარალებულები მერიამ უნდა დააკმაყოფილოს.

„მცირე წილის მფლობელი მეწილეები წლების ბაზრობასთან დაპირისპირებაში არიან. მათ მომგებიანი ბიზნესიდან არანაირი მოგება  მიუღიათ. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი. მათ სადავეები მთლიანად ხელში აიღეს. წლებია სასამართლო დავა მიმდინარეობს 2009 წლიდან დღემდე. აღმოჩენილია არაერთი დარღვევა, გაყალბება და მაშინდელ დირექტორს სს პასუხისმგებლობაც დაეკისრა. გენერალურ პროკურატურაშიც გვაქვს საქმე შეტანილი. ხელოვნური ხანძრის ეჭვების ერთ-ერთი საფუძველი ისიც არის, რომ ბაზრობის დომინანტ დამფუძნებლებს  შორის ამჟამადაც მიდის განხეთქილება. ბურუსით არის ძალიან ბევრი ფაქტი მოცული. ბაზრობის ირგვლივ რამდენიმე ვერსია არსებობდა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ბაზრობა დაიწვა და მიმართულება მიდის მუნიციპალიტეტისა და მერიისკენ, თითქოს ზიანი მერიამ უნდა აანაზღაუროს. რატომ? ზარალი რატომ უნდა აანაზღაუროს ბიუჯეტმა?   დაზარალებულები რატომ უნდა დააკმაყოფილოს მერიამ, როცა ბაზრობა პირდაპირ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე“- განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები