“შემოდგომაზე, როცა კოვიდინფექცია სხვა ვირუსულ ინფექციას დაერთვება თან, შესაძლოა, კოვიდინფექციის მართვა გაცილებით რთული იყოს” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემდეგ ტალღებზე საუბრები ნიშნავს, თუ რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური მონაცემებით.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსული ინფექცია მართულია, თუმცა შემოდგომაზე, როცა კოვიდინფექცია სხვა ვირუსულ ინფექციას დაერთვება, შესაძლოა, კოვიდინფექციის მართვა გაცილებით რთული იყოს.

„კოვიდინფექცია არსად წასულა და აქედან გამომდინარე ეს არის პროცესი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტალღებზე, ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური მონაცემებით.

ამ ეტაპისთვის ეს რისკი საქართველოში არ დგას, რადგან კოვიდინფეცია არის მართული, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით სხვა ქვეყნებს, როდესაც პირველი ტალღა იყო გაცილებით მცირე, ხოლო მეორე გაცილებით უფრო დიდი.

ჩვენც ასევე ველოდებით შემოდგომაზე, როცა მოხდება კოვიდინფექციის თანდართვა სხვა ვირუსულ ინფექციასთან, შესაბამისად შესაძლოა, კოვიდინფექციის მართვა გაცილებით რთული იყოს“,- განაცხადა ეკეტერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები