ჯერ ბავშვი მოკლეს, შემდეგ ქალი აწამეს და ბოლოს მოკლეს კაცი – ვერსიები სმიტების მკვლელობაზე  

დუშეთის რეგიონში, ხადის ხეობაში, ამერიკის მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტებისა და მათი  ოთხი წლის შვილის გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით, ​​ინტერნეტმომხმარებელი თამილა გურაშვილი, საკუთარი ვერსიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. იგი არ იზიარებს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიებს და ვარაუდობს, რომ ამერიკელების მკვლელობა შეკვეთილი იყო.

მისი აზრით, აღნიშნულ საქმეში ძალიან ბევრი საეჭვო დეტალია, მათ შორის ის, რომ მოკლული რაიან სმიტი  ფიზიკურად ძლიერი და ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო, ის ოჯახს არ წაიყვანდა იქ, სადაც შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა. ასევე საეჭვოა ის უიარღო ყოფილიყო.

” კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტრაგედია უდიდესია და ნებისმიერი ნორმალური ადამიანი შეძრა ხადას ხეობაში მომხდარმა მკველობამ. ვერსიები ურთიერთგამომრიცხავი და საეჭვოდ არალოგიკურია….შევეცდები ცივი გონებით თქვენთან ერთად მივყვები “ცხელ კვალზე” “გამოჟონილ” “ფაქტებს”, რომელიც შემდგომ “მივიწყებას მიეცა” – ნებისმიერი იურისტი და ფსიქოლოგი დაგვემოწმება, რაოდენ მნიშვნელოვანი და ფასეულია სიმართლის დადგენისთვის ასეთი ინფორმაცია) და დავსვა ლოგიკური კითხვები მომხდართან დაკავშირებით…

ამავე დროს, კატეგორიულად ხაზს ვუსვამ, რომ მიუხედავად ოჯახის საქმიანობისა(რის შესახებაც საკმაოდ მოცულობითი და მყარი, უტყუარი ინფორმაცია დევს ინტერნეტში) ფაქტი ამაზრზენი და სასტიკია და დამნაშავე, ვინც გინდა იყოს ის. მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს..თუმცა, გარემოებათა გამო, ეჭვი მაქვს, საქმე რეალური დამნაშავეების დასჯით დამთავრდეს…(რაც შეეხება მწყემსს, ჩემი აზრით, ის მინიმუმ შემსწრეა ამ დანაშაულის და მაქსიმუმ თანამონაწილე გარკვეული პირობებით …) მივყვეთ ფაქტებს..

1. როგორც კი ცხედრები აღმოაჩინეს მაშინვე გამოეხმაურა აზერბაიჯანის ერთ-ერთი მსხვილი საინფორმაციო სააგენტო და ამცნო ქვეყანას (აზერბაიჯანს) რომ საქართველოში მოკლეს აზერბაიჯანული კულტურის დიდი გულშემატკივარი, აზერბაიჯანელი ხალხის დიდი მოყვარული და მეგობარი ..(რატომღაც ამ ადამიანს, რომელიც როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აზერბაიჯანში არ მისცა მოქალაქეობა ..ხოლო საქართველოში ჩამოვიდა თუ არა სასწრაფო წესით მიანიჭეს მოქალაქეობა როგორც აზერბაიჯანის მოღვაწეს..ეს ცალკე საკითხია და ამჟამად ამაზე არ შევჩერდები)…შემდეგ ამერიკის სპეცსამსახურების ჩართვა გამოძიებაში და შემდგომ უკვე ჩვენი გამოძიების მხრიდან ”რუსული კვალის” აღმოჩენა ადასტურებს ჩემს მიერ თავიდან გამოთქმულ ეჭვს, რომ ოჯახი სპეცსამსახურებთან იყო კავშირში..

ამით არც ვაკნინებ და არც მივანიშნებ რამეს, უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პიროვნება ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული და უიარაღოდ ის მთაში არ წავიდოდა (როგორც ერთი ”მოჩერჩეტო” ტურისტი)

2) ოჯახის მეგობარმა პარლამენტარმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, პირველივე დღეს განაცხადა, რომ ის ფიზიკურად ძლიერი და ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო და არ წაიყვანდა ოჯახს იქ, სადაც შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა, ამ ინტერვიუზე დაიწერა პრესაში

3) ოჯახი სანამ გაემგზავრებოდა ხეობაში, ახლობლებმა და მეზობლებმა იქამდე იცოდნენ ამ მოგზაურობის შესახებ. ისიც ცნობილი იყო, რომ მიდიოდნენ გუდაურში შეხვედრაზე და იქ უნდა დახვედროდნენ “სხვები”… მეზობლები, მოგზაურობის მიზეზად სიცხეს და განტვირთვას ასახელებენ, მაგრამ ბევრისთვის ცნობილი იყო, რომ გუდაურში შეხვედრაზე მიდიოდნენ…

3) “ცხელ კვალზე” მარნეულში ჩასულ ჟურნალისტებს მეზობლებმა უპასუხეს, რომ ამბის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში “გაუჩინარდა” ორი ნაცნობი ადამიანი, რომელთა ძებნაც ინტენსიურად მიმდინარეობს..ეს მანამდე მოხდა, ვიდრე “დამნაშავე” მწყემსი აღმოჩნდებოდა.. შემდგომში უცნაურად ემთხვევა ეს ვერსია ადვოკატის გახმოვანებულ ვერსიას…

4) როგორც კი მწყემსი დააკავეს, მარნეულში მეზობლები შეკრიბეს და წაუკითხეს ”ამერიკიდან მოსული წერილი” რომელშიც ოჯახის ნათესავები მოუწოდებდნენ მეზობლებს არ გაეცათ არანაირი ინფორმაცია ოჯახის გეგმების შესახებ..აქვე საყურადღებოა, რომ წერილი განმსჭვალული იყო მორალურ- ეთნოფსიქოლოგიური დადებითი მუხტით და არანაირი ”მუქარა ” საჭირო არ ყოფილა (ეს ფაქტი ერთობ დადებითად ახასიათებს აზერებს), ისიც ფაქტია წერილი ”პროფესიულად” არის დაწერილი…აზერებს მოუწოდებდნენ, რომ ოჯახი ბავშვს ნამდვილ აზერბაიჯანელებად ზრდიდა მათი გულის გასახარად და პატივისცემის ნიშნად (სანაცვლოდ) მოითხოვდნენ დუმილს..

…არცერთ ფაქტს ჩვენებიდან არ მოვიყვანთ, უბრალოდ მიყვებით ”გარე მონაცემებს”, ზემოთქმულიდან უტყუარად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მამაკაცი ფიზიკურად იყო ძლიერი, საკმაოდ ფრთხილი, სპეციალურად მომზადებული და დიდი ალბათობით ექნებოდა იარაღი..მისი მომავალი ვიზიტის შესახებ მინიმუმ ორი დღით ადრე იცოდნენ მინიმუმ მისმა ადგილობრივმა მეგობრებმა …

5)საკმაოდ დიდი დროა გასული მარნეულიდან გასვლასა და გუდაურში არ ჩასვლას შორის…(7 დღე) რაც ცოტა უცნაურია -”გზის მეორე მხარეს” მომლოდინე ადამიანების განგაში –რამდენიმესაათიანი გზიდან მომავალი ოჯახის გაუჩინარებაზე 6-7 დღის შემდეგ

6) რამდენად შემთხვევითია მწყემსისა და ოჯახის შეხვედრა ეს ძნელი გასარკვევია ჩვენთვის, თუმცა ერთობ საეჭვოდ ჩანს . სპეცმომზადება გავლილ, მეტად ფრთხილ ადამიანს, (როგორც მისი მეგობრები ახასიათებდნენ “დუმილის შეკვეთამდე“) მანქანა “უპატრონოდ” დაეტოვებინა გზაზე და გაჰყოლოდა უცნობ, საეჭვო გარეგნობის და მონაცემების შეიარაღებულ მწყემსს ჩანჩქერზე მეუღლესთან და ბავშვთან ერთად… იარაღი თუნდაც 25 კილოიანი მწყემსის ხელში იარაღია და ეს ნამდვილად იცოდა საქართველოში მცხოვრებმა ამერიკელმა-აზერბაიჯანელმა, “ხალიჩების ბიზნესმენმა”.

შეხვედრის შემდგომი ”ფაქტები”, ”ჩვენებები” და ”ვერსიები” ურთიერთგამომრიცხავია და ალოგიკური- ორივე მხრიდან…ფაქტია ”რაღაც ვერ არის ისე”, როგორც გამოძიებას ასევე დაცვას ჩანს აქვს გარკვეული ”ვალდებულება”არ გაცხადდეს ყველაზე მნიშვნელოვანი”…

7) ყოველივე ეს ლოგიკურად მიდის შეკვეთილ მკვლელობამდე, რომელიც განხორციელებულია რამდენიმე ადამიანის მიერ..ასეთი მკვლელობების ანატომია კი ძალიან კარგადაა ცნობილი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის და ძალიან ჰგავს ერთმანეთს..მიმძიმს წერა, მაგრამ…სავარაუდოდ ჯერ ბავშვი მოკლეს მშობლების თვალწინ, შემდგომ ქალი აწამეს (არ მინდა სხვა სიტყვა გამოვიყენო ქალის მიმართ და ძალიან არ მომწონს, რომ ამას მედიასაშუალებები აკეთებენ) მეუღლის თვალწინ და შემდეგ მოკლეს კაცი…სამწუხაროდ, ..რაც შეეხება მწყემსის მობილურში სურათებს, იარაღის ექსპერტიზას, ეს უმარტივესად გადასაწყვეტი ”კრიმინალური ილეთია” სასტიკი სამყაროსთვის და არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს..არც იძულებით მონაწილეობის მიღებინებაა სირთულე (არავინ ამართლებს ან აბრალებს რამეს) და არც ცოცხლად დატოვებაა რაიმეს დამადასტურებელი ფაქტი.თუ სურათები დატოვა მწყემსმა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მის არაადექვატურობაზე მომხდარის მიმართ.. ფაქტია, ვერანაირი ლოგიკით მწყემსი ყველაფერ ამას ვერ ჩაიდენდა მარტო, ვერანაირი მანიაკური სწრაფვით ვერ მოერეოდა ორ ადამიანს ისე, რომ არ მიეღო რაიმე სერიოზული დაზიანება, მით უმეტეს, მამაკაცი დიდი ალბათობით შეიარაღებულიც იქნებოდა”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თამილა გურაშვილი.

მსგავსი თემები