კვირას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

კვირას, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაზე ფიქრისთვის, საჭიროა, მოკლე ვადაში იყოს მიღებული აღნიშნული ცვლილებები.

„ჩვენი საზრუნავი და ამოცანა არის, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომ დავიწყოთ მომზადება წინასაარჩევნო კამპანიისთვის და იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს ერთ-ერთი სამაგალითო არჩევნები, დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტით გამორჩეული. ამიტომ, რაც უფრო მალე დავასრულებთ ამ ცვლილებებს, მით უფრო მალე გადავლენ პარტიები ჯანსაღ კონკურენციაზე, კომუნიკაციაზე საზოგადოებასთან. ჩვენს საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ ხედვებს და საარჩევნო კამპანიას ეს არის უკვე ნორმალიზება პროცესის. ეს არის უკვე ერთ-ერთი მონაპოვარი იმისთვის, რომ არჩევნები მივიდეს საარჩევნო დღემდე მშვიდობიანად, დემოკრატიულად, გამჭვირვალედ. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ივნისის ბოლოს მიღებული გვექნება ცვლილებები. რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა იქნება, რონ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ანირი ოხანაშვილმა

მსგავსი თემები