„ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს კარგზე კარგის თქმის უნარი არ გააჩნია, ამის გამბედაობა არ ჰყოფნის” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი დრო არის დარჩენილი და საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ ყველა პოლიტიკური ძალის შეხედულებას, მოქმედებას, წარსულს და მომავლის ხედვას გადახედოს.

„ამ მხრივ ეს ქვეყანა მაქსიმალურად გამჭვირვალე და თავისუფალია. მე, როგორც ამ პროცესის რიგითი წევრი, ვიტყოდი, რომ ეს რვა წელი პირველ რიგში გამოირჩევა მშვიდობით, უსაფრთხო გარემოთი, სტაბილურობით და ძალიან თანმიმდევრული დემოკრატიული განვითარებით. ისევე, როგორც სახეზეა ეკონომიკური წინსვლა და ამ მიმართულებით დიდი პოტენციალის შექმნა. ძალიან ძლიერია ჩვენი პერსპექტივები ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამიტომ, როცა ამას ჩემთვის ვაფასებ, თავისთავად ცხადია, თვალს გადავავლებ წარსულს, სადაც სამწუხაროდ, ძალიან მოკლე პერიოდში არაერთი ძალიან სერიოზული კრიზისის წინ ვიდექით ხოლმე. გინდა, 7 ნოემბერი აიღე, გინდა 26 მაისი, რუსეთ-საქართველოს ომი, 20 ივნისი.

ქართული პოლიტიკის ყველაზე სუსტ მხარეს რაშიც ვხედავ, ეს არის, რომ ჩვენს ოპონენტებს, იმ ძალას, რომელიც დღეს წარმოადგენს ერთიან ფორმულას „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის სახით, კარგზე კარგის თქმის უნარი არ გააჩნია. ამის გამბედაობა არ ჰყოფნის და ყველაფრის ცუდად შერაცხვა უნდა. მათ შორის ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანება მისთვის ძალიან სასურველ ინტერესს წარმოადგენს ისევ და ისევ იმისთვის, რომ ამ ფორმით საზოგადოებაში ნეგატიურმა განწყობებმა აიმაღლოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიმართ. ეს არის მავნებლობა და მათი არჩევანი, როცა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ნეგატივის შექმნა არის მათი მთავარი ხერხი ხელისუფლების, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

მსგავსი თემები