ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სატვირთოს ორი მძღოლი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი ახალი პაციენტი მოათავსეს. ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.

საეჭვო პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ.

ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მსგავსი თემები