“ძალიან ვაფასებ შესაძლებლობას, რომ ვარ საქართველოს პარლამენტში და ვხვდები ყველა პარტიის წარმომადგენელს” – უკრაინის ელჩი

ძალიან ვაფასებ შესაძლებლობას, რომ ვარ აქ, პარლამენტში და ვხვდები ყველა პარტიის წარმომადგენელს, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდა.

„მჯერა, რომ უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის გამოხატვა აქ ყოველთვის ხდება. მადლობა ამისთვის. უმრავლესობის ლიდერთან საუბრის მთავარი თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში და მომავალი არჩევნები.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ახლა, არამედ იყო წინა დღეებშიც და იქნება უახლოეს მომავალში. როგორც ნებისმიერი საელჩო, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს შიდა პოლიტიკურ ღონისძიებებს საქართველოში. პოლიტიკურ ცხოვრებას პირადი კონტაქტების გარეშე ვერ გაეცნობი. სწორედ ამიტომ, ძალიან ვაფასებ ამ შესაძლებლობას, რომ ვარ აქ, პარლამენტში და ვხვდები ყველა პარტიის წარმომადგენელს, ვინც ახლა პარლამენტშია“, – განაცხადა დოლგოვმა.

ამასთან, მან ჟურნალისტებთან საუბრისა აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია სუს-ის მიერ ვასამბეკ ბოკოვის დაკავების ფაქტზე.

„არ მაქვს ინფორმაცია, რამაც შეიძლება მაიძულოს გითხრათ და გაგიზიაროთ თქვენ რამე. ახალი ამბავი უბრალოდ მედიიდან გავიგე. ეს არ არის შეკითხვა უკრაინის ელჩისთვის“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

მსგავსი თემები