„ოპოზიცია არის ანტიდასავლური, რადგან აქვს დასავლური ღირებულებებისგან პრინციპულად განსხვავებული ინტერესები“ – ირაკლი კობახიძე

სისუსტე და უპრინციპობა დაასახელა  ოპოზიციის დამახასიათებელ მთავარ ნიშნებად „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი  კობახიძემ.

„ზოგადად, ნეგატიური ძალების ერთობასაც სჭირდება  რაღაც პრონციპებზე შეთანხმება და ეს ერთობა იმდენად უპრინციპოა, რომ დარწმუნებული ვარ,  ვერ შეთანხმდებიან.  ოპოზიციური ძალების მთავარი დამახასიათებელი არის პრინციპების სრული არარასებობა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ  ძალაუფლებისკენ საერთო სწრაფვის მიუხედევად, ვერ ახერხებენ შეთანხმების მიღწევას. ისინი არიან ძალიან დასუსტებულები და სისუსტის პირობებში რთულია შეთანხმებისთვის საჭირო  ძალის გამოძებნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  სხვადასხვა რადიკალურ ძალებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ინტერესები და მიზნები. „ისინი ახერხებდნენ ამ ნეგატიური მიზნების შესრულებას , როცა ხელისუფლებაში იყვნენ. სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, სტრატეგიული ობიექტები რომ ჩააბარეს რუსეთს. ეს არის მათი ნიშან-თვისება. ისინი მუდმივად ატარებდნენ რუსულ ინტერესებს საქართველოში. ოპოზიციაში ზოგიერთს შეიძლება ვუწოდოთ პრორუსული ძალები,რადგან  ყველა შეიძლება არ იყოს ვიწრო გაგებით პრორუსული, თუმცა ყველა მათგანი არის ანტიდასავლური, რადგან მათ აქვთ დასავლური ღირებულებებისგან პრინციპულად განსხვავებული ინტერესები. ასეთი ძალებისგან ყველაფერს შეიძლება ელოდო, მაგრამ ისინი ვეღარ ახერხებენ საკუთარი ზრახვების განხორციელებას, რადგან მათზე მაღლა დგას ხელისუფლება, რომელიც სრულად აკონტროლებს ვითარებას ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

მსგავსი თემები