თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, დანარჩენებს, ქვედა კიდურების მოტეხილობები.

დაშავებულები სასწრაფომ სტაციონარში გადაიყვანა.

მსგავსი თემები