აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 4 პაციენტი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 209 ადამიანი. 16 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ 10 662 ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით. მათგან 6 000-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, 126 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

ამჟამად მკურნალობა 4 588 ადამიანს უტარდება.

მსგავსი თემები