საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთი ექთანია, – სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის უდი­დეს ნა­წილს (84%) ქა­ლე­ბი წარ­მოადგენენ

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ან­გა­რიშ­შის მიხედვით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელიცაა, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, გარ­დაც­ვლი­ლი 70 წლის ექთა­ნი ქა­ლია.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2020 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან 10 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა დას­ნე­ბო­ვა­ნე­ბის 119შემ­თხვე­ვა, რაც ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის (829) 14,4%-ს შე­ად­გენს, მათ შო­რის84,9% (101 შემ­თხვე­ვა) არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და 15,1% (18 შემ­თხვე­ვა) – ტექ­ნი­კუ­რი­პერ­სო­ნა­ლი.

და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­დან (101 პირი) ერთი შემ­თხვე­ვა კლა­სი­ფი­ცირ­და,რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი COVID-19. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბი­სას ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­სა­ქარ­თვე­ლო­ში 100 ადა­მი­ანს შე­ად­გენს, რაც ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის12,06%-ია. ხსე­ნე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან ლე­ტა­ლუ­რად დას­რულ­და 1 შემ­თხვე­ვა (ექთა­ნი ქალი, 70 წლის, ქვე­მო ქარ­თლი), სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბი­სას და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­ში ლე­ტა­ლო­ბამ 1% შე­ად­გი­ნა” – ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

შემ­თხვე­ვები პროფესიული ჯგუფის მიხედვით ასე გადანაწილდა: ექთა­ნი – 58% (58 შემ­თხვე­ვა), ექი­მი – 31% (31 შემ­თხვე­ვა), უმ­ცრო­სი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი – 10% (10 შემ­თხვე­ვა), ექი­მი-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი – 1% (1 შემ­თხვე­ვა)ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის უდი­დეს ნა­წილს (84%) ქა­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წილი აპ­რი­ლის თვე­ში და­ფიქ­სირ­და.

“და­ა­ვა­დე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი 41 წე­ლია, ასა­კობ­რი­ვი დი­ა­პა­ზო­ნი – 19 – 72 წელი. უმე­ტე­სად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია კო­ვიდ კლი­ნი­კე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი” – ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

მსგავსი თემები