“თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების” გამარჯვებას კიდევ უფრო გააადვილებს” – მამუკა მდინარაძე

ნებისმიერ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად, გარანტირებულად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს “ქართული ოცნების” გამარჯვებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

“ნებისმიერ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად, გარანტირებულად გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს “ქართული ოცნების” გამარჯვებას კიდევ უფრო გააადვილებს მაჟორიტარულ ოლქებში, პირველივე ტურში. თუ ერთი საერთო წარმომადგენელი ეყოლებათ, ამ შემთხვევაში, მეორე ტური ვეღარ და აღარ იქნება და მინიმუმ 60%-იანი რეიტინგით დავასრულებთ არჩევნებს პირველივე ტურებში, მათ შორის თბილისში. რაც არ უნდა ქნან, რეიტინგები და განწყობა მეტყველებს იმაზე, რომ წააგებენ. შეიძლება, ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში ზოგ ადგილას მეორე ტურები დაგვჭირდეს მაჟორიტარული არჩევნების მოსაგებად, მაგრამ თუ საერთო კანდიდატებზე შეთანხმებდებიან, ყველაფერს კიდევ უფრო გაგვიადვილებენ, რადგან პირველივე ტურში დამარცხდებიან,”- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები