“ქუჩაში დადებული ხილ-ბოსტნეული არ უნდა ვიყიდოთ” – ხათუნა ახალაია

ეკოლოგ-ექსპერტიის, ხათუნა ახალაიას ინფორმაციით, დღეს, საქართველოში ღია ბაზრობები არ კონტროლდება.

“შეიძლება, ძალიან კეთილსინდისიერად მოყვანილი პროდუქციის გვერდზე იყოს არაკეთილსინდისიერად მოყვანილი ანუ ჭარბი მინერალებითა, თუ ორგანული სასუქებით გაჯერებული პროდუქტი”, – აღნიშნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

როგორც ხათუნა ახალაია აღნიშნავს, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არის სუპერმარკეტები და მარკეტები, რომლებიც უფრო მეტად დაცულად ითვლება. 

“მედიაცენტრი მთავარის” კითხვაზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი ინტოქსიკაციისგან, ხათუნა ახალაია პასუხობს:

“ძალიან რთულია ადამიანებს მოუწოდო, რომ საკოლმეურნეო ბაზრობებზე პროდუქტი არ შეიძინონ. ამის კვლევა მე არ მაქვს, თუმცა მაქვს სოფლის მეურნეობის კუთხით მწარმოებლებთან შეხება და ვიცი, როგორი სქემით მოჰყავთ ერა თუ ის პროდუქცია. აქედან გამომდინარე, რისკს ვხედავ. ისევ გავიმეორებ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ხშირად ვამბობ ხოლმე. ძალიან კარგად გარეცხეთ პროდუქტი. შეეცადეთ, რომ გამავალ წყალში იყოს ბოსტნეული 15-20 წუთის განმავლობაში. წყალში გარეცხვის დროს საჭმელი სოდით დამუშავება არის ძალიან კარგი, რადგან ის პათოგენები, რაც პროდუქციაში შეიძლება იყოს, მოცილდება. მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში დადებული ხილ-ბოსტნეული არ ვიყიდოთ”, – აღნიშნა ახალაიამ. 

რაც შეეხება დაავადებებს, ყველაზე ხშირია დიარეა, რომელიც მიკორობიოლოგიური დაბინძურებითაა გამოწვეული და ანემიური პროცესები პატარებში. 

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები