ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია – ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს

ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

დამწვარია ბაზრის ტერიტორიის 1000 კვადრატული ფართობი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს 25 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, მობილიზებულია სპეციალური ავტოცისტერნა.

ბენზინგასამართ სადგურზე, ან საცხოვრებელ კორპუსებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება აღარ არის. 

ამ დროის ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ძლიერი ცეცხლი გაჩნდა, არავინ იმყოფებოდა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, დაშავებულები არ არიან.

მსგავსი თემები