ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძო, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ  მეტროსადგურ “ავლაბრამდე” სატრანსპორტო გზის, ბარათაშვილი აღმართის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება.

პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურისა და ტროტუარების მოწყობა. მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა.  ძველი ასფალტის საფარი 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე შეიცვლება/

სამუშაოებზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე დღეს განაცხადა, ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ათეულობით წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

პროექტების განხორციელების პროცესში ქალაქის ამ ნაწილში ტრანსპორტის გადაადგილება  გარკვეულქილად შეფერხდება, რის გამოც, დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

მისივე ინფორმაციითუახლოეს დღეებში, თბილისის მასშტაბით, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება.

მსგავსი თემები