ვარკეთილში, ცეცხლის კერებთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურია, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე 25-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ცეცხლის კერებთან ახლოს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე გათიშულია ელექტროენერგია.

მსგავსი თემები