ნიკა გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

“კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები