“ოპოზიციის დროებითი სიხარული ტყუილი აღმოჩნდა” – მამუკა მდინარაძე

„დროებითი, ერთი თუ ორდღიანი სიხარული, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, რომ თითქოს კონგრესმენები დაირაზმნენ, თქვან, რომ ჩვენ პრორუსულები ვართ და მათი ეს ნარატივი გაიზიარეს, ტყუილი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლობისტები სტრატეგიულ პარტნიორამდე ზუსტი ინფორმაციის მიტანას უზრუნველყოფენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი კი აკეთებს იმას, რომ ასეთი მანვებლური ფრაზები ჩაიწეროს და ოღონდ „ქართული ოცნება“ დააზიანოს, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

„ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. თან საქმის გაფუჭება არის მარტივი – ასეთი რაღაცის გაპარება რთული არ არის. რთულია, რომ შენს სტრატეგიულ პარტნიორს ყველა შენი ნაბიჯის შესახებ მიაწოდო ამომწურავი და დეტალური ინფორმცია. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ იყოს დამოუკიდებელი; აირჩიოს დასავლური კურსი; რომ აშშ სრულფასოვნად მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყოს და ამას აღწევს – ყველა დოკუმენტსა და განწყობაში ეს აისახება და ცდილობენ, ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები