გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ოთხი ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 186 461 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 8 791 ადამიანი.

მსგავსი თემები