“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს” – სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ პარლამენტის არჩევნების თარიღის გადაწევა „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პანდემიის დროს ხელისუფლებამ იმდენად კარგად იმუშავა, „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების ნდობა იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლებას არსებული გუნდიდათა და რეიტინგით არჩევნების ჩატარება არ ეშინია.

„თეორიული შანსიც კი არ არის იმის, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედიოდეს არჩევნების თარიღის გადაწევა, რაზეც ოპონენტები აპელირებენ. ჩვენი მიზანია, არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს“, – განაცხადა კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში.

მსგავსი თემები