საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 879 შემთხვევა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი, გუშინდელთან შედარებით, ერთით გაიზარდა და704-ს შეადგენს.

ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მსგავსი თემები