ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 კურსანტს დაუდასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 კურსანტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე კურსანტი კარანტინზე იმყოფება.

საერთო ჯამში ამ დროისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 76 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 40 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები