ვანდალიზმი თბილისში – “რატომ უნდა მოექცე ასე საკუთარ ქალაქს?”

სოციალურ ქსელში, თბილისში მომხდარი ვანდალიზმის ამსახველი მორიგი ფოტოები ვრცელდება. ფოტოებზე სადაც ასახულია დიდუბის რაიონის ერთ-ერთი სკვერის დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

ფოტოების ავტორი სალომე ფაშტიანი, ვალდალურ ფაქტთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: “ისევ დიდუბის რაიონი… უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოექცე ასე საკუთარ ქალაქს, საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს. იმ თანხით, რაც ამ დაზიანებების შეკეთებაზე იხარჯება, რამდენი ახალი და ლამაზი რაღაცები გაკეთდებოდა. ამის გამკეთებელს პირველ რიგში საკუთარი თავი არ უყვარს და არ სცემს პატივს, სხვა რაღაცებზე ზედმეტია ლაპარაკი… არა ვანდალიზმს!”

მსგავსი თემები