უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს, ელენა ზელენსკის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა.

„დღეს კორონავირუსზე ტესტის პასუხი მივიღე, რომელიც დადებითია. მოულოდნელი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველა წესს ვიცავთ“, – განაცხადა ელენა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მისი მეუღლისა და შვილების ტესტის პასუხი უარყოფითია.

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე ოჯახის წევრებისგან იზოლირებულია.

მსგავსი თემები