სასამართლომ გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის კი, ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული გიორგი ჭანტურია წარდგენილი ორი მუხლიდან დამნაშავედ მხოლოდ იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ცნო.

სასამართლომ გიორგი ჭანტურიას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ მიიღო.

რაც შეეხება გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილს, გიორგი ჭანტურია გამართლდა.

სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში 2018 წლის 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა 18 იანვარს, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 8 აგვისტოს დააკავეს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

მსგავსი თემები