“სააკაშვილის გულში მუდმივად არის საქართველო და მასზე საუბარს ვერ დავუშლით” – უკრაინის ელჩი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან შეხვედრა დასრულდა. დოლგოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებული საკითხის გარდა, მხარეებმა სხვა თემებიც განიხილეს, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არასოდეს ვზღუდავთ მხოლოდ ერთი საკითხით ჩვენს დისკუსიებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე იმართება. თუნდაც ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. ასე რომ, ჩვენ სხვა ბევრი საკითხიც განვიხილეთ, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლს საკითხი.

ასევე შევეხეთ დღეს მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თემას, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციის საკითხს, მომავალ დახმარებასა და სხვა საკითხებს.

უკრაინის პოზიციაა, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საკითხი იყო სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოში სიტუაციას ეხება. უკრაინის პოზიცია არის, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი შტოს ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მხოლოდ წარსული პოლიტიკური, არამედ ახლაც, საქართველო სულ მის გულშია. ერთმანეთთან სასაუბრაოდ სპეციალური ნოტები არ გვჭირდება, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სატელეფონო ზარი საკმარისია ან შეხვედრა, თუ საჭიროა. სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგში არის“,- განაცხადა უკრაინის ელჩმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც აუდიენცია უკვე გამართა.

მსგავსი თემები