“ჯანმოს ვარაუდი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები ძალიან იშვიათად არიან, არასწორია” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯანმოს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის უსიმპტომო პაციენტისგან არაინფიცირებულ პირზე გადაცემა ძალიან იშვიათია, არასწორია.

„ჯანმომ იმიტომ გააკეთა დამატებითი განმარტება აღნიშნულ საკითხზე, რომ არ არსებობს მტკიცებულება ამ ვარაუდის სასარგებლოდ. მონაცემები ცხადყოფს, რომ ინფიცირებული პირების 25%-45%-ს, სავარაუდოდ, სიმპტომები არ აქვს. ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ვირუსის გადაცემა არაინფიცირებული პირებისათვის. შესაბამისად, განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, არასწორი იყო“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

8 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდოს.

9 ივნისს გაკეთებულ განმარტებაში მარია ვან კერხოვემ კი აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მიერ დაავადების გავრცელება ძალიან რთული საკითხია და ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია.

მსგავსი თემები