“იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება” – გიორგი გახარია

ჩვენ ვერც ერთ შემთხევაში ვერანაირი ტურისტის ფასად ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს საერთაშორისო ტურიზმის გახსნის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ, აქ ფრთხილი, დაბალანსებული, გონივრული ნაბიჯები, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად, გონივრულად, ყველამ ერთად სამშვიდობოს გავიაროთ ეს ყველაფერი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები