“ჩვენ დაახლოებით, 140-მდე ინფიცირებული ადამიანი კარანტინიდან აღმოვაჩინეთ” – ამირან გამყრელიძე

  •  

“კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. ჩვენ დაახლოებით 140-მდე ინფიცირებული ადამიანი კარანტინიდან აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„ქვეყანა ძალიან სერიოზულად აკონტროლებს საზღვრებს. ძირითადად, ახლა საქართველოში შემოდიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, სომხეთისა და საქართველოს, ან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც პირდაპირ კარანტინში გადადიან. კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. მაგალითად, დღევანდელ 8 ახალ პაციენტშიც 2 კარანტინიდან იყო. ამან ითამაშა სერიოზული პრევენციული როლი ინფექციის შემდგომ არგავრცელებაში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები