ორდღიანი ძებნის შემდეგ, გომის მთაზე დაკარგული მამაკაცი მიტოვებულ კარავში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, გომის მთაზე დაკარგული მამაკაცი იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში ნახეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩაჰყავთ, საიდანაც კლინიკაში გადაიყვანენ.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათწევრიანი ჯგუფი, რომელთაც სამაშველო დრონით იმერეთის სამმართველოს მაშველები ეხმარებოდნენ.

მსგავსი თემები