ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცახდებენ, 2020 წლის საგამოცდო პროცესის მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვის მიზნით აქტიური მუშაობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და სხვა უწყებებთან ერთად კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო.

უწყების ცნობით, შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულნი არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი); სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

მსგავსი თემები