„დღეს გავხსენით ეკონომიკა და ძალიან მცირეა დარჩენილი შეზღუდვების ნუსხა, ამან დადებითად იმოქმედა ლარის კურსზე და ვხედავთ, რომ ჩვენი ნაციონალური ვალუტა გამყარდა“ – ირაკლი მეზურნიშვილი

„პანდემიამ შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური დღის წესრიგი და გამოიწვია ძალიან სერიოზული რეცესია მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაც  გლობალური  მსოფლიოს ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ჩვენთვის ძალიან კარგად დაიწყო მაკროეკონომიკური მაჩვენებელების პარამეტრებით,  პანდემიამ თავისი ნეგატიური სიტყვა თქვა ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლსეობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე.

მან კოლეგებს შეახსენა, რომ წლის დასაწყისში,  პანდემიის გამოცხადებამდე ქვეყანაში ძალიან შემცირებული ინფლაცია გვქონდა. ასევე, დაიწყო ლარის კურსის გამყარება და იანვარში ლარის კურსი 2,75-მდე იყო  და 5,1% ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა. მაგრამ პანდემიამ მძიმე გავლენა იქონია ჩვენს ეკონომიკაზე და როგორც დეპუტატმა განაცხადა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავლუტო ფონდის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა დაახლოებით -4 % იქნება  2020 წელს, „მიუხედავად ამ ყველაფრისა  პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ  უდიდესი შეღავათი მიიღო  ჩვენმა ეკონომიკამ მას შემდეგ, რაც სწორი ტაქტიკა იქნა არჩეული და წარმატებული იყო ამ ბოლო თვეების განმავლობაში ბრძოლა კოვიდ 19-თან. საკოორდინაციო გუნდის და ზოგადად ეპიდემიოლოგების მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს გავხსენით ეკონომიკა და ძალიან მცირეა იმ შეზღუდვების ნუსხა, რომელიც არის დარჩენილი.  ამან, რა თმა უნდა, დადებითად იმოქმედა ლარის კურსეზე და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ნაციონალური ვალუტა გამყარდა“.

ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სერიოზული თანხები იქნა მოზიდული რაც ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. 

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე მეწარმეობის ხელშეწყობის გაძლიერებისთვის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის ცვლილებები, მოგეხსენებათ, რომ დადგენილი სასესხო ლიმიტი 150 000-დან 50 000 ლარამდე შემცირდება და ასევე თანადაფინანსების თვეები 24-დან 36-მდე გაიზრდება. პროგრამის ბიუჯეტი 300 ლმნ-ზე მეტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა არის ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ძალიან ბევრი პროგრამა გაერთიანდა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც, რასაც ქვია  სუბსიდირება სესხის უზრუნველყოფის ნაწილში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წაადგება ქვეყანას. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება კორონა ვირუსის მეორე ტალღა, ჩვენ შევძლებთ, რომ წლის ბოლომდე დავიბრუნოთ სტატუს კვო და 2021-23 წლებში, როდესაც იქნება  უკვე დამუშავებული  და სულ მალე გვექნება პოსტ კრიზისული გეგმა, რომელზეც მუშაობენ არა მარტო ქართველი, ასევე მსოფლიო დონის ეკონომისტები სხავადსხავა წამყვანი უნივერსიტეტებიდა და ამას სულ მალე წარვადგენთ“, განაცხადა დეპუტატმა, რომელმაც ასევე ყურადღება გაამახვილა  უცხოურ ინვესტიციებზე, რომელთა მოზიდვაც ხდება ქვეყანაში. –„მუხედავად იმისა, რომ დღეს პანდემიაა, გრძელდება ასევე პირდაპირი უცხოურო ინვესტიციების მოზიდვა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის კერძო უხცხოური ინვესტიციების კორპორაცია  ოპიკ პეი ემ ჯგუფის ფოთის საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში 50 მლნ ამერიკული დოლარით დააფინანსებს, ჯგუფი მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პროტის მშენებლობას აპირებს.

 მთლიანად ტერმინალის პროექტის ღოირებულება 120 მლნ ამერიკული დოლარია, პირველი ფაზისთვის კი 99 მლნ დოლარი დაიხარჯება აქედან 50 მლნ დოლარი ოპეკის დაფინანსება იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკული ინვესტიციები იზრდება ჩვენს ქვეყანაში“, -განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​

მსგავსი თემები