აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც თორნიკე რიჟვაძე ანგარიშს წარადგენს, ხმაური იყო

ხმაურით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს ისმენენ. „ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიმე რიჟვაძეს სიტყვა გააწყვეტინა და დარბაზში მოქალაქეების შემოყვანა მოითხოვა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მას განუმარტა, რომ დარბაზი სავსეა, რის გამოც მოქალაქეების დასწრება შეუძლებელი იყო, რასაც ბაგრატიონის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

სიტყვიერი დაპირისპირება ურთიერთბრალდბებში გადაიზარდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ბაგრატიონს თავმჯდომარემ ორჯერ გაფრთხილება მისცა, შემდეგ დააჯარიმა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ბაგრატონმა თავდაპირველად დარბაზი არ დატოვა, რის გამოც შესვენება გამოცხადდა.

ხმაური შესვენების შემდეგაც გაგრძელდა. ბაგრატიონმა სხდომა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, როცა მასთან თორნიკე რიჟვაძე მივიდა და შესთავაზა დარბაზი დაეტოვებინა და ადგილი მოქალაქისთვის დაეთმო. ამის შემდეგ დეპუტატმა დარბაზი დატოვა. ამ წუთებში სხდომაზე ანგარიშით გამოდის თორნიკე რიჟვაძე. სხდომას ნაციონალური მოძრაობის სამი დეპუტატი ესწრება. ბაგრატიონის შემდეგ სხდომა ნაციონალური მოძრაობის ყველა დეპუტატმა დატოვა.

მსგავსი თემები