სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა გრძელდება. სასამართლო პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი გამოწერილი შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის თითქმის 9 საათიანი  სასამართლო პროცესი დასჭირდა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვსივე შემაკავებელი ორდერი, რომელიც ბასილაშვილებზე იყო გამოწერილი, ძალაში რჩევა.

მსგავსი თემები