თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

კლინიკის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, კლინიკაშია რამდენიმე მძიმე პაციენტი, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, დღეს კლინიკაში ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა დღეის მონაცემებით და ისინი დატოვებენ კლინიკას. გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. ასევე, გვყავს პაციენტები, რომელთაც აქვთ პნევმონია და ფასდებიან მძიმედ, თუმცა დინამიკაში მათი მდგომარეობა უმჯობესდება. უახლოესი 48 საათის განმავლობაში ველოდებით რამდენიმე პაციენტთან უარყოფით პასუხებს და შემდეგ მათ გავწერთ კლინიკიდან“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მსგავსი თემები