“ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი პარლამენტში ხვალ შემოვა” – ირაკლი კოვზანაძე

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტს ხვალ წარედგინება და მასში გათვალისწინებული იქნება ყველა პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ახალ კორონავირუსთან, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პროგრამა ასახული იქნება ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში, ასევე შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი.

„ბიუჯეტი პარლამენტში ხვალ შემოვა, პრემიერის ოფისში პრეზენტაციის შემდეგ. ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან და საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან. ეს პროგრამები ასახული იქნება ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში. ასევე შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელსაც აქამდე ვასახელებდით. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 4.5 პროცენტიან ზრდაზე, ახლა საქართველში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქედან გამომდინარე გვექნება -4 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. ასევე ჩადებულია მშპ-სთან მიმართებაში დეფიციტი, რომელიც იქნება 8,5 პროცენტის ფარგლებში. დანარჩენი – ციფრები, ხარჯვითი ნაწილი, შემოსავლები, ყველაფერის პრეზენტაცია იგეგმება და შემდეგ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ.

მსგავსი თემები