„ვსაუბრობთ მინუმუმ 50 000 ადამიანის სახელით – გაათავისუფლეთ ოქროსმედალოსანი მოსწავლე პატიმრობიდან“ – სამცხე ჯავახეთის მოსახლეობის მოთხოვნა

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 18 წლის წარმატებული, 12-ე კლასელი, ოქროსმედალოსანი მოსწავლის არმენ მკოიანის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვს. ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. 
 

ჩვენ, დღეს აქ წარმოვადგენთ ათასობით ახალქალელის პოზიციას. ჩვენ დღეს აქ წარმოვადგენთ იმ 21 000 ოჯახს, რომელთა ხელმოწერები და თხოვნა ამ ფურცლებზეა ასახული. თითო ადამიანის უკან კი მინიმუმ თითო ოჯახი დგას. დღეს ჩვენ აქ ვსაუბრობთ მინუმუმ 50 000 ადამიანის სახელით. ჩვენ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში  ყველა გვიცნობს და ყველამ იცი, რომ ჩვენ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს ვართ, სხვა შემთხვევაში, ეს 21 000-მდე ხელმოწერა აქ, თქვენს წინ არ იქნებოდა ასახული.  საქმე ეხება 18 წლის წარმატებულ, 12-ე კლასელ მოსაწავლეს არმენ მკოიანს, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების პატიმარია. ოქროს მედალოსანი, წარმატებული სკოლის მოსწავლე ნაცვლად იმისა რომ განათლებას იღებდეს და სწავლას აგრძელებდეს, დღეს გამოკეტეს ციხეში. სრულიად უდანაშაული ახალგაზრდა. ჩვენ პოლიტიკა არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს და აქ მოვედით სიმართლისა და სამართლიანობის მოთხოვნით. გთხოვთ, კარგად, სამართლიანად შეისწავლოთ საქმე და საპატიმროდან გაათავისუფლოთ უკანონო ახალგაზრდა არმენ მკოიანი. ეს არის მინიმუ 50 000 ახალქალაქის მაცხოვრებლის პოზიცია. იმედს ვიტოვებთ, ეს თხოვნა სხვა ფორმებში გადავიყვანოთ“ – განაცხადა ახალქალაქიდან ჩამოსულმა  პედაგოგმა შორენა თეთვაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობამ, არმენ მკოიანის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით 21 000-მდე ხელმოწერა შეაგროვა. 12-ე კლასელი მოსწავლე არმენ მკოიანი  26 მარტს,  ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალად ედება 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა) ჩადენილი დანაშაული. საუბარია შემთხვევაზე, როცა პოლიციის ყოფილმა უფროსმა სამველ პეტროსიანმა დეპუტატ ენზენ მკოიანს ესროლა. არმენ მკოიანმა კი მის შესაშინებლად მანქანიდან იარაღი აიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით იყო სათამაშო იარაღი.   

მსგავსი თემები