“საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენგან არანაირი პრობლემა არ შეექმნება” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია გიორგი რურუას პატიმრობის პოლიტიკურ ჭრილში რამე ფორმით განხილვა.

„შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია. ჩვენგან საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, იმ დეპუტატებმა, ვისაც საჯაროდ აქვთ გამოხატული მხარდაჭერის მიზანი, სამივე მოსმენისას მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. თუ ეს ასე იქნება, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები არანაირი საფრთხის წინაშე არ დადგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი თემები