„რეგლამენტი ის დოკუმენტია, რომელიც ყოველთვის უნდა განიცდიდეს ცვლილებას, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და იქ ბუნებრივად იცვლება სიტუაციები“ – გურამ მაჭარაშვილი

„პარლამენტის რეგლამენტი არის ყველაზე მნიშვნელოვამი ძირითადი  ნორმატიული აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს პარლამენტმა და ბუნებრივია, კონსტიტუციაში ორი წლის წინ განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე საჭიროა პარლამენტშის რეგლამენტში  ცვლილებების შეტანა“, –  განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან  პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე წარმოადგინა რეგლამნტში დაინიცირებული ცვლილებები.

მისი თქმით, „რეგლამენტი ის დოკუმენტია, რომელიც ყოველთვის უნდა განიცდიდეს ცვლილებას, გამომდინარე იქიდან, რომ  პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და ბუნებრივად  იცვლება იქ სიტუაციები. პირველი პრინციპი ის არის, რომ აღარ იქნება სუბიექტი უმცირესობა როგორც ასეთი და იქნება საპარლამენტო ოპოზიცია, როგორც კონსტიტუციაშიც არის ნახსენები.  შემდგომში  როგორც სუბიექტი აღარ იქნება უმრავლესობა და არც უმცირესობის ლიდერი და უმრავლწესობის ლიდერი, როგორც თანამდებობა“.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ისევ კონსტიტუციიდან გამომდინარე პარლამენტში ძირითადი მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები.

რა პრინციპით ჩამოყალიბდება უმცირესობა და უმრავლესობა არჩევნების შემდეგ არის ის, რომ პირველივე სხდომაზე პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლეოსობა, მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი შეადგენს სიას და გადასცემს პარლამენტს განაცხადს, რომ პარლამენტში უკვე არსებობს უმრავლესობა, რომელიც შექმნის მთავრობას და შეიქმნება უმრავლესობა, არა როგორც სუბიექტი, არამედ პარლამენტის სიითი წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა. ამის შესაბამისად  რეგლამენტში განისაზღვრება  უმრავლესობასა და უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს აქვთ თავისი კვოტები, დროის გადანაწილება და სხვა.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ შემთხვევაში არც ერთი მიმართულებით საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობის დროს უფლებები კვოტების კუთხით, დროის კუთხით თუ ნებისმიერი მიმართულებით, არ იზღუდება, უბრალოდ კონკრეტდება იმ ფრაქციების კვოტები და გამომსვლელთა დრო, რომელიც იქნება ან საოპარლამენტო ოპოზიციაში ან საპარლამენტო უმრავლესობაში.

ეს პრინციპი, რომ უმცირესობა აღარ იარსებებს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო ოპოზიციას რაიმე ტიპის შეზღუდვები დაუწესდება“, -განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, X მოწვევის პარლამენტს, რომელიც შევა ძალაში, უკვე უნდა ჰქონდეს რეგლამენტი, რომელიც იქნება თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან.

პროექტით გათვალისწინებულია ცვლილებები იმის გათვალისწინებით თუ როგორ შეიძლება რომ პარლამენტის საქმიანობა იყოს უფრო ოპტიმალური, უფრო რაციონალური, როგორც დროის გადანაწილების კუთხით ასევე თნამდებობების კუთხით. იცვლება გარკვეული ტიპის მიმართულებები, მაგალითად ფრაქციების დონეზე დღეს ფრაქციის  თავმდომარის მოადგილე როგორც თანამდებობის პირი არ არსებობს. ესეც შეიცვლება ის იქნება თანამდებობის პირი. თუმცა, ფრაქციაში თვმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით რამდენი წევრი ჰყავს ფრაქციას და ყოველ 15 წევრზე იქნება ერთი მოადგილე.   რომელიც იქნება თანამდებობის პირი.

ასევე  გამოსვლებისთვის განკუთვნილი დროები განაწილდება ფრაქციის წებრების პროპორციულად, რაც მეტი წევრი ჰყავს ფრაქციას, მით მერი დრო იქნება მისთვის განსაზღვრული.

ასევე შემოდის ცნება „უფრაქციო პარლამენტის წევრი“ ნაცვლად „დამოუკიდებელი დეპუტატებისა“.

ვიცესპიკერების არჩევის პროცესშიც ხორციელდება ცვლილება, სადაც თანაბარი პოზიციებია შენარჩუნებული, პირველი მოადგილის გარდა იქნება ორი მოადგილე, ერთი საპარლამენტო სიითი უმრავლესობიდან ერთი საპარლამენტოო ოპოზიციიდან. 

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, -აღნიშნული პრინციპული ცვლილებების საფუძველზე არის გათვალისწინებული პროცედურული ცვლილებები, რომლებიც ასევე პროექტშია წარმოდგენილი.​

მსგავსი თემები